ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 218 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 22:07 | 01.05.2020
ნანახია: 807

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის 24 600-ს შეადგენს, ბოლო 24 საათში 218 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის გენერალური დირექციის (DGS) ხემძღვანელმა ჟერომ სალომონმა ბრიფინგზე განაცხადა.

 „გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 24 594-ს შეადგენს, საავადმყოფოებში გარდაიცვალა 15 369, სოციალურ და სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებებში - 9 225 ადამიანი“, - განაცხადა სალომონმა.

ამ დროისათვის საფრანგეთში COVID-19-ის 130 185 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 604 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

იკლებს ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობაც, ამჟამად კლინიკებში 25 887 პაციენტი იმყოფება. იკლებს იმ პირთა რიცხვიც, რომლებსაც რეანიმაციებში მკურნალობა სჭირდებათ: თუ გუშინ ასეთი 4 019 იყო, დღეს მათი რაოდენობა 3 878-ია.

DGS-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 52 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთლდა და კლინიკები დატოვა. ამას ემატება ათობით ათასი პაციენტი, რომლებიც სახლის პირობებში მკურნალობდნენ და კორონავირუსი დაამარცხეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე