თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია - ადიდებულმა მდინარემ დროებითი გზა წაიღო

საქართველო, თბილისი - 16:32 | 06.01.2016
ნანახია: 1856

რამდენიმე საათია, გადაკეტილია თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი. ადიდებულმა მდინარემ თერჯოლის მიმდებარედ მოწყობილი დროებითი გზა ბოლო პერიოდის განამვლობაში უკვე მეხუთედ წაიღო. როგორც "რუსთავი 2" აცხადებს, მონაკვეთი ცენტრალური ავტობანის სამშენებლო სამუშაოების პარალელურად რამდენიმე თვის წინ მოეწყო.

ადგილობრივი ხელსუფლების განცხადებით, თბილისის-სენაკი-ლესელიძის 206 კმ-ის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ამ დროისთვის ტრანსპორტი შემოვლითი გზით ბაღდათის გავლით გადაადგილდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე