ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 20:32 | 29.04.2020
ნანახია: 736

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

გამოძების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო. სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.

დაკავებული ბრალს არ აღარებს. წინასასამართლო სხდომა 22 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე