მსოფლიო ბანკი COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს
საქართველო, თბილისი - 13:15 | 29.04.2020 ნანახია: 945
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში. აღნიშნული დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად.
პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციას, გამოვლენას და მასზე რეაგირებას, ასევე, დაუყოვნებელი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის. მოსალოდნელია, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს მოსახლეობის ფართო სპექტრს, კერძოდ კი მოსახლეობის ინფიცირებულ და რისკის ქვეშ მყოფ იმ ნაწილს, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, და ასევე, საგანგებო სიტუაციებზე მომუშავე და სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებები მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენას და დადასტურებას, ტესტირების ზრდას, ისევე როგორც შემთხვევების სამართავად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.
ამასთან ერთად, პროექტი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ღარიბ და მოწყვლად შინამეურნეობებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებით და დროებითი ფულადი ტრანსფერების უზრუნველყოფით იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.
„სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ამ რთულ პერიოდში პანდემიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების საარსებო სახსრების დაცვას“, აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. „საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის დაფინანსების პაკეტი COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 200 მლნ. აშშ დოლარი იქნება, რასაც ემატება 300 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსებაც, რომლის გამოყოფაც დაგეგმილი იყო 2020–2021 წლებში ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, როგორებიცაა ციფრული კავშირი და ინფრასტრუქტურა“.
"მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტნიორები აქტიურად არიან ჩართულნი მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობასთან პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდანვე. კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას უდიდესი მხარდაჭერისთვის. ასევე, გამოვყოფ მსოფლიო ბანკის როლს ამ პროგრამის მომზადებაში, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერის ნაწილია და პირველია განვითარების პოლიტიკის სამი საკრედიტო ღონისძიებიდან, რომლებიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში განხორციელდება. მეორე ღონისძიებას ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის არსებული ღონისძიების დამატებითი დაფინანსების სახე ექნება (რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2020 წლის 26 მარტს დაამტკიცა). მისი მიზანია მთავრობის დახმარება მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში და საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სფეროებში. დახმარების მესამე ეტაპი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების და სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროექტი, რომელიც მიზნად დაისახავს სამუშაო ადგილების მხარდაჭერას და იმ მიკრო, მცირე და საშუალო ფირმების ხელშეწყობას, რომლებზეც პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.
COVID-19 -ის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში საქართველოს დახმარებასთან ერთად, მსოფლიო ბანკი ასევე აპირებს Log-In Georgia პროექტის საშუალებით ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორებიცაა ციფრული კავშირი და ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი მთავრობას დაეხმარება ოპტიკურ - ბოჭკოვანი ქსელით 700 -ზე მეტი სოფლის ინტერნეტთან დაკავშირებაში, რაც ხელს შეუწყობს დისტანციურ სწავლასა და ზოგადად კავშირის არსებობას, რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია პანდემიის პირობებში შექმნილი სოციალური დისტანციის პირობებში.
დაბოლოს, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობისთვის დროული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და ეკონომიკური მიმართულებით საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარების საშუალებით, არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანკი ასევე ასრულებს შესყიდვის აგენტის როლს (კლიენტი ქვეყნების სახელით), რაც გულისხმობს გლობალურ მომწოდებლებთან პირდაპირი ოპერაციების წარმოებას სამედიცინო ტექნიკისა და მარაგების შესაძენად.
მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც დაფინანსების და ცოდნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, ფართო და სწრაფ რეაგირებას ახდენს განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. მსოფლიო ბანკი ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად. მასში შედის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) 50 მლრდ. აშშ დოლარი, რომელიც გრანტების ან ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების გასაცემად იქნება ათვისებული.
პოლიტიკა
- სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, ვინც „ოცნების“ ბოროტმოქმედების თანაზიარია, მოუწევს„ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა - გრიგოლ გეგელია
- წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას - აშშ-ის საელჩო
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
- ლუკა კურტანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
- სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც, ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს - ანდრო ჭიჭინაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა
- ინოვაცია, ხარისხი და დიზაინი — Lamborghini-ს ცენტრი საქართველოს საავტომობილო რუკაზე
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პრესტიჟული ჯილდოების – Toyota Ichiban 2025-ისა და Going Beyond-ის მფლობელი გახდა
- „თეგეტა ჰოლდინგმა“ Toyota Tsusho Corporation-ისა და Toyota Caucasus-ის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება