საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 27.04.2020
ნანახია: 633

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 496 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე