ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ 3 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 09:58 | 27.04.2020
ნანახია: 807

ჩინეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 80 პაციენტი. არ დაფიქსირებულა არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ სამი შემთხვევიდან ორი იმპორტირებულია, ერთი კი  შიდაგადაცემაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰეილუნცზიანის პროვინციაში გამოვლინდა. ჩინეთში ამ დროისათვის სულ 1 636 იმპორტირებული შემთხვევა დასტურდება, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 1 009 ადამიანი. ლეტალური გამოსავალი კი საერთოდ არ დაფიქსირებულა.

ხუბეის პროვინციაში, რომელიც ეპიდემიის პირველწყაროდ არის მიჩნეული, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების არ ერთი შემთხვევა გამოვლენილა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირების 83 912 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა - 4 512, ხოლო გამოჯანმრთელდა 78 277 პაციენტი. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე