დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 413 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 20:06 | 26.04.2020
ნანახია: 692

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 413 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4 463-ით მოიმატა.

ამგვარად, ქვეყანაში COVID-19-ის მხვერპლთა რაოდენობამ 20 732 შეადგინა. ინფიცირების შემთხვევები კი 152 840-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 29 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა.

წინა 24 საათში კორონავირუსით 813 ადამიანი გარდაიცვალა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე