საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 149-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 19:52 | 26.04.2020
ნანახია: 786

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 485 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე