დღეისთვის 12 000-ზე მეტი PCR ტესტია გაკეთებული, სწრაფი ტესტი კი 5 ათასზე მეტი ჩატარდა - პაატა იმნაძე

საქართველო, თბილისი - 14:36 | 26.04.2020
ნანახია: 727

ქვეყანაში დღეისთვის 12 000-ზე მეტი PCR ტესტია გაკეთებული, 5 ათასზე მეტი კი სწრაფი ტესტია ჩატარებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან დადასტურებულია 29 შემთხვევა.

„ბოლო 24 საათში 822 ტესტი გაკეთდა და აქედან არის 29 შემთხვევა, მაშინ როდესაც გუშინ იყო გაკეთებული 919 ტესტი და იქიდან იყო 25 ახალი შემთხვევა. სულ დღეისთვის გაკეთებულია 12 000-ზე მეტი ტესტი ქვეყანაში, ეს რაც შეეხება PCR ტესტირებას. დაახლოებით 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტია გაკეთებული“,- განაცხადა იმნაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე