საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:12 | 26.04.2020
ნანახია: 710

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 485 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე