აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 1995 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 26.04.2020
ნანახია: 772

შეერთებულ შტატებში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით თითქმის ორი ათასი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის 36 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1995 ადამიანი.

უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ აშშ-ში კორონავირუსის 939 235 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 53 391 პაციენტი. აშშ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე