მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მლნ 700 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 22:36 | 25.04.2020
ნანახია: 636

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 719 897-ს მიაღწია, გარდაიცვალა 187 ათასზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანმო-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში დაფიქსირდა ინფიცირების  93 716 ახალი და გარდაცვალების 5 767 შემთხვევა. ლეტალური შემთხვევები 187 705-მდე გაიზარდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა. აქ დაავადების 1 314 666 შემთხვევა გამოვლინდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე