ბარსელონა-ბათუმის სპეციალური რეისით სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 25.04.2020
ნანახია: 535

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ამჟამად, ბარსელონა-ბათუმის სპეციალური რეისით სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მგზავრები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სასტუმროებში "ოაზისი", "ველმონდი" და "კოლიზეუმი" მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

აჭარაში საკარანტინე სივრცეების ორგანიზებას, მართვასა და ფინანსურ უზრუნველყოფას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს. მასში ამჟამად 1570 ადამიანი გადის სავალდებულო კარანტინს.

საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში კი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 84 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად კარანტინში 4982 ადამიანი იმყოფება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე