კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ზომები გამკაცრდა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 25.04.2020
ნანახია: 642

დღეს, ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი დაუდგინდათ ამ დრომდე ბოლნისში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტებს.
ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 80 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ოთხი გამოჯანმრთელდა, ორი კი, გარდაიცვალა.
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სოფლებში – ხატისოფელი და მუშევანი ზომები გამკაცრდა და საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 132 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე