იმედი გვაქვს, დღეს 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას - ლევან რატიანი

საქართველო, თბილისი - 12:38 | 25.04.2020
ნანახია: 712

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, შესაძლოა, დღეს კლინიკა 16-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 112 პაციენტი მკურნალობს. აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი იმყოფება,სამის მდგომარეობა მძიმეა.

„44 პაციენტი გყავს ინფიცირებული მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ შვიდი ახალი პაციენტი, რომლებთანაც ამ ეტაპამდე არ დასტურდება არანაირი გართულება. რაც შეეხება გაგზავნილი პასუხებიდან, ყველა მივიღეთ უარყოფითი. ამ ეტაპზე უკვე მიდის ხუთი პაციენტი ვრისუსის გარეშე, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს. იმედი გვაქვს, რომ 11-ვე იქნება უარყოფითი და დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე