კახეთში, დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 25.04.2020
ნანახია: 1321

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 36 ნიმუშის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

მისი ინფორმაციით, ე.წ. ცხელების ცენტრებსა და საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს ანალიზებს დღესაც აუღებენ და გაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება.

კახეთის რეგიონში ათი საკარანტინო ზონაში 582 მოქალაქე იმყოფება. ბოლო ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა გამოვლენილა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე