კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 25.04.2020
ნანახია: 631

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ახალგაზრდა ქალი, რომელსაც C0VID-19 დაუფიქსირდა, საქართველოში სარფის გავლით, სამი დღის წინ შემოვიდა.

„ეს არის იმპორტირებული შემთხვევა. ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა, მას სხვა პირებთან შემხებლობა არ ჰქონია“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

ინფიცირებული უკვე გადაიყვანეს კლინიკა „მედალფაში“, სადაც  37 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე