საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 25.04.2020
ნანახია: 697

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებული ახალგაზრდა მამაკაცია. ეს უკვე მეშვიდე პაციენტია, რომელმაც საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსი დაამარცხა.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ოთხი საეჭვო პაციენტის ანალიზზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამ დროისთვის კლინიკაში გამოსაკვლევი პაციენტები არ ჰყავთ. საჩხერეში კორონავირსუსით ინფიცირებული შვიდი ადამიანი გამოჯანმრთელდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე