საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 19:07 | 24.04.2020
ნანახია: 693

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 5

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე