დღეს კლინიკას 15 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს - ლევან რატიანი

საქართველო, თბილისი - 13:31 | 24.04.2020
ნანახია: 684

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ დღეს კლინიკას 15 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე 104 პაციენტია, მათგან 86-ს დადასტურებული კოვიდინფექცია აქვს.

"დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი, დანარჩენსაც ველოდებით განმეორებითს 13-ს და ალბათ, უახლოეს საათებში დატოვებს დაახლოებით 15 პაციენტი კლინიკას,"- აღნიშნა რატიანმა

ლევან რატიანმა რეანიმაციული პაციენტების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 8 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმე 2 რჩება.

"რეანიმაციული პაციენტები გვყავს 8. ახალი არ დამატებია. 3 იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან ერთის მდგომარეობა დღეს შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი 2-ის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, კონტროლდება ვიტალური პარამეტრები. გვყავს ახალი 2 შემთხვევა, ჩატარებული კვლევებით, ამ ეტაპამდე, მათთან რაიმე პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება“, - განაცხადა რატიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე