საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 114 პაციენტი განიკურნა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 24.04.2020
ნანახია: 758

საქართველოში COVID-19-ისგან განკურნებულთა რაოდენობა 114-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 114 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 5

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  578

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე