მესტიის მუნიციპალიტეტში ორმხრივი სროლის შედეგად სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:45 | 20.04.2020
ნანახია: 1399

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელი დაკავებული არ არის. ტვ პირველს ინფორმაცია პროკურატურაში დაუდასტურეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე