საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 19:37 | 20.04.2020
ნანახია: 644

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 402 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 95 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 4

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.

 

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე