კახეთში კორონავირუით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება

საქართველო, თბილისი - 14:33 | 20.04.2020
ნანახია: 2754

კახეთში კორონავირუსით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

როგორც დაავადებთა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის კახეთის განყოფილებაში შვიდი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია.

მისი ინფორმაციით, კახეთის ყველა სოფელსა და ქალაქში იმ მოქალაქეების მონიტორინგი გრძელდება, რომლებიც აღდგომის წინა დღეებში ჩამოვიდნენ რეგიონში. მათ სპეციალური კითხვარზე უწევს პასუხის გაცემა, საიდან და როდის ჩამოვიდნენ, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია და შეხება რისკის მქონე პირებთან ან ხომ არ აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი რამე სიმპტომი.

კახეთში კარანტინში 10 სხვადასხვა ადგილზე 651 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი - 15 მოქალაქე რჩება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე