ქალი, რომელიც ვაჟა ფშაველას გამზირზე ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა

საქართველო, თბილისი - 11:32 | 20.04.2020
ნანახია: 888

 ქალი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე,  გუშინ გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას ემსხვერპლა, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა.

შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული.

გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე