ჩხოროწყუში მამაკაცმა და და მეგობარი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 20.04.2020
ნანახია: 705

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, წუხელ გვიან ღამით, ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი და და მეგობარი დაჭრა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი მამაკაცი ჯერ ჩხოროწყუს საავადმყოფოში, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დას კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

შსს ინფორმაციით, საქმე 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ა ქვეპუნქტით არის აღძრული, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე