საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 22:49 | 18.04.2020
ნანახია: 732

პაციენტი ბათუმის „მედალფაში“ მკურნალობდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებოდა. გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის იყო.  მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ბოლო მონაცემებით,  საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4 971, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 519 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე