ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი კლინიკა „თიმის“ ექიმია

საქართველო, თბილისი - 11:02 | 17.04.2020
ნანახია: 680

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული. აქედან ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა თბილისის მედიცინის ცენტრიდან არის გადმოყვანილი. მისი თქმით, ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკა „თიმის“ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გვიან ღამით დაუდგინდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულია ამავე კლინიკის ორი პაციენტიც.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე