დიდთოვლობის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
საქართველო, თბილისი - 16:12 | 05.01.2016 ნანახია: 1821
საქართველოს მასშტაბით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო, რეჟიმში, კოორდინირებულად მოქმედებენ.
დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. სპეცტექნიკით იწმინდება გზები, მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები. რამდენიმე ოჯახს, რომელთა სახლებს დიდთოვლობის გამო სახურავი დაუზიანდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველადი დახმარება უკვე გაუწია. აღდგენით სამუშაოებთან ერთად, ითვლება ზარალი. ძირითადი გზების უმეტესი ნაწილი სრულად გაწმენდილია, გრძელდება სოფლის გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, ფუნქციონირებს რამდენიმე ცხელი ხაზი.
დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრაზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ აჭარაში.თოვლისგან გაწმენდილია ბათუმის ყველა ცენტრალური ქუჩა. 31 დეკემბრიდან, ქალაქის მასშტაბით გზებისა და ტროტუარების გასაწმენდად მობილიზებულია სანდასუფთავების 200 თანამშრომელი და 25 ერთეული მძიმე ტექნიკა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სტრუქტურული ერთეულები და დაქვემდებარებული ორგანიზაციები. მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4000-მდე აბონენტს, რომელთაგან ამ დროისთვის ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილია 500-მდე აბონენტი. იწმინდება სასოფლო გზები ხუცუბნის, სოფელ ქობულეთის, აჭყვისთავის, ციხისძირის, დაბა ჩაქვის, მუხაესტატესა და დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ბათუმი-ახალციხის, ბათუმი-ქობულეთისა და ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით გზები გაწმენდილია. ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს ცენტრალურ გზებზე, მათ შორის კურორტ გოდერძის მიმართულებითაც. ჩაქვსა და ბათუმში დაზიანებული წყლის მილები ოპერატიულად შეკეთდა. ამჟამად, რეგიონში წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით არსებული ვითარება სტაბილურია.
ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა გურიის რეგიონის სოფლების უმეტეს ნაწილს. გზების გასაწმენდად, რეგიონშიმობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გუბერნატორის დავალებით, გურიის სამხარეოადმინისტრაციაში, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი, ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი.
გზები სრულად გაწმენდილია იმერეთის რეგიონის მუნიციპალურ ცენტრებში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გასუფთავება, რაც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება. დიდთოვლობის გამო ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილი აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. ვანის მუნიციპალიტეტში შექმნილი სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა დღის ბოლომდე სრულად აღმოიფხვრება.
ამ დროის მონაცემებით, მინიმუმამდეა დაყვანილი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები. საქართველოს მასშტაბით, ფუნქციონირებს 111 პუნქტი, სადაც მობილიზებულია შესაბამისი თოვლმწმენდი ტექნიკა, ადამიანური რესურსები და ტექნიკური მარილის მარაგი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამეგრელოსა და იმერეთში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა ძირითადი გზა გახსნილია. დღის განმავლობაში რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზემისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაც მოიხსნება.
თავისუფალია მოძრაობა ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე.
თუმცა, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებიმოქმედებს:
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებისგამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდისმქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ248 ჩუმათელეთი-ზესტაფონი-ნახშირღელე-ქუთაისისშემოსავლელი გზა-ბაშის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისმოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულიამისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურებისსაწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონეავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი ) საავტომობილო გზის კმ104–კმ119 მონაკვეთზე (ბაკურციხე-წნორი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების - ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა აიკრძალა შემდეგ მიმართულებებზე:
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე; ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთისსაზღვარი) მონაკვეთზე; ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ30მონაკვეთზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზებისდეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გზის გაწმენდით სამუშაოებს 24 საათისგანმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზებზე არსებულ ვითარებას, პირადად ეცნობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.
დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს ადგილზე აკვირდებაენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. პრემიერ-მინისტრის დავალებით, დასავლეთ საქართველოში იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი. ისინი დამატებით საჭიროებებს ადგილზე სწავლობენ და შესაბამის მითითებებს გასცემენ.
სამუშოებში აქტიურად არიან ჩართული მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების წარმომადგენლები და შესაბამისი რეგიონის გუბერნატორები.
პოლიტიკა
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
- ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს – დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის მზად არის - თინა ბოკუჩავა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
საზოგადოება
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
- განათლების სუპერძალა - „თეგეტა“ „სუპერგმირის“ ახალ საგანმანათლებლო პროექტს შეუერთდა
სამართალი
- გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, გლდანის ციხეში სცემეს
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ“ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება