საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა მოიხსნა

საქართველო, თბილისი - 14:40 | 05.01.2016
ნანახია: 1627

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა შემდეგ მონაკვეთებზე.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 1-კმ 37 (ქუთაისი-ტყიბული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე