პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მზუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს საახალწლოდ ფულადი დახმარება დაურიგდათ

საქართველო, თბილისი - 14:36 | 05.01.2016
ნანახია: 1660

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი სოციალურ მუშაკებს შეხვდა. გიორგი აბაშიშვილმა მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტის სარეზერვოფონდიდან გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც ერთჯერადი დახმარების სახით გადაერიცხა ქვეყნის მასშტაბით 2000 -ზე მეტ ბავშვს.

ასევე საქართველოს პრეზიდენტის სახელით ბავშვებსსაახალწლო საჩუქრები გაეგზავნათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისათვის, რომ ბავშვებისათვის ახალი წელიკიდევ უფრო ლამაზი ყოფილიყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე