ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა - მედია

საქართველო, თბილისი - 19:34 | 11.04.2020
ნანახია: 861

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, მესამე დაავადებული 95 წლისაა და გაგრის მკვიდრია. ის თვითიზლაციაში იმყოფება.  მას კონტაქტი ჰქონდა სხვა ორ ინფიცირებულთან. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 მანამდე აფხაზური მედია ორი დაინფიცირებულის შესახებ იტყობინებოდა. რომლებიც გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე