ბელარუსში კორონავირუსით 301 მედიკოსი დაინფიცირდა

საქართველო, თბილისი - 17:49 | 11.04.2020
ნანახია: 866

ბელარუსში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 301 წარმომადგენელი დაინფიცირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვლადიმირ კარანიკმა განაცხადა.

„ამ დროისათვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 301 შემთხვევაა. იქ სადაც  ინფიცირებული პაციენტების მისაღებად კლინიკების პროფილის შეცვლა ადრეულ ეტაპზე მოხდა, ნაკლებად ინფიცირებული მედპერსონალია. ყველაზე მეტი დაავადებული ვიტებსკსა და მინსკშია“,- განაცხადა კარანიკმა.

ბოლო მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით 2 226 ინფიცირებულია, გარდაცვლილია 23 ადამიანი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე