აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 10:13 | 11.04.2020
ნანახია: 749

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 500 ათასს გასცდა, გარდაიცვალა 18 600-ზე მეტი ადამიანი, ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს, რომელიც ფედერალურ, ადგილობრივ და სხვა მონაცემების სტატისტიკაზე დაყრდნობით, თავის აღრიცხვას აწარმოებს.

უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში  უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის 500 399 შემთხვევა, დაიღუპა 18 637 პაციენტი.

ამ დროისათვის აშშ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი მეორე ადგილზე იტალიაა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე