კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 09.04.2020
ნანახია: 783

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა.
მედიის ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 44-მა სასულიერო პირმა კორონავირუსის ტესტი 4 აპრილს გაიკეთა. 30 მათგანს COVID-19 დაუდასტურდა. კიევ-პეჩერის ლავრა 4 აპრილს მორწმუნეებისთვის დაიხურა. კორონავირუსის დიაგნოზი კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლესაც დაუსვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე