თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 19:08 | 08.04.2020
ნანახია: 1638

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე