საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ფიზიკური პირებისა და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის დახურულა

საქართველო, თბილისი - 16:47 | 07.04.2020
ნანახია: 655

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება (მათ შორის სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო და სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვები) 24-საათიან რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს.

ამავე დროს გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან შემოღებული ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე არსებული ყველა საერთაშორისო მიმოსვლის გამშვები პუნქტი - "წითელი ხიდი", "ლაგოდეხი", "სამთაწყარო" და "მტკვარი" ფიზიკური პირებისა (როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის დახურული იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე