ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 122 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 20:12 | 05.04.2020
ნანახია: 826

ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 122 031-მდე გაიზარდა, ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 594 ადამიანი, ჯამში დაღუპულთა რაოდენობამ 4 159 შეადგინა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.

ნიუ იორკის შტატი ამ დროისათვის აშშ-ში ეპიდემიის ცენტრს წარმოადენს.

კუომოს თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობა წინა დღეებთან  შედარებით პირველად შემცირდა, თუმცა მისივე თქმით, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

ქალაქ ნიუ იორკში დაავადებულთა რაოდენობამ 67 551-ს მიაღწია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე