გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 91 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 05.04.2020
ნანახია: 755

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 91 714 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 342 ადამიანი. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის 5 936 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 84 შეადგინა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 218 474-ს მიაღწია, გარდაიცვლა 65 884 ადამიანი, დაავადება უკვე 252 538-მა პირმა დაამარცხა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე