კორონავირუსით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა ბრიტანეთში

საქართველო, თბილისი - 13:42 | 05.04.2020
ნანახია: 850

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ის საშიში დაავადების ყველაზე ახალგაზარდა მსხვერპლი გახდა. იუწყება ВВС.

ხუთი წლის ბავშვს ქრონიკული დაავადებები აწუხებდა. მანამდე ბრიტანეთში კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 13 წლის მოზარდი იყო, რომელსაც სერიოზული დაავადებები არ აღენიშნებოდა. ბავშვს გართულებები ინფიცირების შედეგად დაეწყო. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ბრიტანეთში ყველაზე ხანდაზმული პაციენტი, რომელიც COVID-19-ს ემსხვერპლა, 104 წლის მამაკაცი იყო.

ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირებულთა რაოდენობა 42 479-ს შეადგენს, გარდაცვლილია 4 313 ადამიანი.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე