ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 05.01.2016
ნანახია: 1598

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიორი პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი)  მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.

რთული მეტეოროლოგიორი პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზისკმ20-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე