თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს

საქართველო, თბილისი - 11:20 | 04.04.2020
ნანახია: 616

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის კლინიკას უახლოეს მომავალში დატოვებს. ამის შესახებ დღეს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, კვლევა-მონიტორინგი კიდევ 3 პაციენტზე ტარდება და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავლში მათი გამოჯანმრთელებაც დადასტურდება.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანი განიკურნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე