მესამე დღეა, ლაგოდეხში დაკარგული სამი პიროვნების საპოვნელად ინტენსიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 16:09 | 04.01.2016 ნანახია: 1833შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიდთოვლობის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. 31 დეკემბრიდან დღემდე სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში 700-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა და თითოეულზე მყისიერი რეაგირება მოხდა.
მაშველებმა თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სამარშრუტო ტაქსები და სატრანსპორტო საშუალებები გამოიყვანეს, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის პირობებისთვის შეუსაბამო საბურავების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.
წყალტუბოში, ცხუნკურის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილ რამდენიმე ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მაშველებმა სპეცტექნიკით გამოიყვანეს ცაგერში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად თოვლში ჩაფლული მანქანები; ლანჩხუთში, სოფელ ჭყონაგორაში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში მყოფ დედებს კი - წყალი და საკვები მიუტანეს.
შსს საგანგებო სიტუაციების სააგენტო სასწრაფო დახმარების ბრიგადებსაც დაეხმარა, რომლებსაც სხვადასხვა მუნიციპალიტის სოფლებიდან მძიმე ავადმყოფები საავადმყოფოებში გადაჰყავდათ.
უკვე მესამე დღეა, ლაგოდეხის რაიონში დაკარგული სამი პიროვნების საპოვნელად ინტენსიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
პოლიტიკა
- ქალთა მარშის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ და ჩემოდნები დაყარეს
- ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს არალეგიტიმურ პარლამენტთან - საქართველოს სტუდენტური პარლამენტი
- მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ხვალ პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი - პარტია "გახარია საქართველოსთვის"
- ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო - პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს