წყალსადენის მაგისტრალის დაზიანება სანიტარული ზონის დარღვევით იყო გამოწვეული
საქართველო, თბილისი - 13:44 | 04.01.2016 ნანახია: 1629გუშინ საღამოს, საბურთალოს რაიონში, იყალთოს გორაზე, წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანება, რომლის გამოც, წყალმომარაგება საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს მცირე დროის მანძილზე, ხოლო ვაკის რაიონის ნაწილს დილის 6 საათამდე ჰქონდა შეწყვეტილი, სანიტარული ზონის დარღვევით იყო გამოწვეული. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ურთულესი ავარიის აღმოფხვრა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლო, ვაკის რაიონის მოსახლეობას კი წყალმომარაგება დილის 6 საათზე აღუდგა.
წყალსადენის 700 მმ-იან მაგისტრალზე კერძო სახლები, ბეტონის კედლები და სხვა საყოფაცხოვრებო შენობები ტექნიკური ნორმების უგულებელყოფითაა დაშენებული, რამაც, დროთა განმავლობაში, ფოლადის მაგისტრალის დეფორმაცია და შედეგად, დაზიანება გამოიწვია.
GWP-მ დედაქალაქის მასშტაბით უკვე მოახდინა იმ უბნების იდენტიფიცირება, სადაც მაგისტრალური მილების გასწვრივ, სანიტარული ზონებია დარღვეული, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი მოსალოდნელი რისკების შესახებ წერილობითი გაფრთხილება გადასცა. მსგავსი დარღვევები, რომელიც განსაკუთრებით მრავლად ვაკე-საბურთალოს და გლადანი-ნაძალადევის რაიონებში ფიქსირდება, აფერხებს წყალმომარაგების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობს უსაფრთხოებას. პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებისა და მოგვარების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რაიონულ გამგეობებს მიმართავს და თბილისის მერიასთან ითანამშრომლებს.
პოლიტიკა
- ქალთა მარშის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ და ჩემოდნები დაყარეს
- ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს არალეგიტიმურ პარლამენტთან - საქართველოს სტუდენტური პარლამენტი
- მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ხვალ პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი - პარტია "გახარია საქართველოსთვის"
- ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო - პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს