ტაილანდის მეფე თვითიზოლაციაში ჰარამხანასთან და მსახურებთან ერთად გერმანიის კურორტზე იმყოფება
საქართველო, თბილისი - 14:00 | 30.03.2020 ნანახია: 950
ტაილანდის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი თვითიზოლაციაში გერმანიაში, ფეშენებელურ სასტუმროში ჰარამხანასთან და მსახურებთან ერთად იმყოფება. მაშინ, როცა მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები, თანამოქალაქეებს მედიკოსების რეკომენდაციების დაცვისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, 67 წლის მონარქი გერმანიაში, შტარნბერგერზეს ტბაზე, 12 მლნ დოლარის ღირებულების მამულში იმყოფება. იუწყება გერმანული გამოცემა Bild-ი.
ტაილანდის მეფე გერმანიაში თავის მრავალრიცხოვან გარემოცვასთან ერთად არის, რომელშიც შედის ჰარამხანა 20 ფავორიტი ქალის შემადგენლობით და უამრავი მსახური. მონარქი სასტუმრო Grand Hotel Sonnenbichl-ში ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო გერმანიაში ყველა სასტუმრო დაკეტილია, ტაილანდის მეფეს უფლება მისცეს აღნიშნულ სასტუმროში თავის გარემოცვასთან ერთად დაბინავებულიყო.
ინფორმაცია გამოცემას სამთო-სათხილამურო კურორტის ხელმძღვანელობამ დაუდასტურა, სადაც ეს სასტუმროა განთავსებული. კურორტის წარმომადგენელთა განმარტებით, მათი სტუმრები ერთიან ჯგუფს წარმოადგენენ, რის გამოც მათ სასტუმროში ცხოვრების უფლება მიეცათ. სასტუმროში სხვა სტუმრები არ იმყოფებიან. ამასთან, მაჰა ვაჯირალონგკორნის გარემოცვაში მყოფი 119 პირი ბანგკოკში დააბრუნეს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების გამო.
იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო ზომები მოქმედებს და ორზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება, ტაილანდის მეფე რამდენჯერმე დაინახეს ველოსიპედით სეირნობისას რამდენიმე ადამიანთან ერთად. უცნობია თუ სად იმყოფება მისი მეუღლე დედოფალი სუთჰიდა, რომელზეც მეფემ გასულ წელს იქორწინა, თუმცა ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, ის თავისი დროის უმეტეს ნაწილს შვეიცარიის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში ატარებს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















