ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული გალიდან 50 წლის ქალი გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 09:57 | 30.03.2020
ნანახია: 622

 

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან,  ქალაქ გალის მკვიდრი, 50 წლის ქალი გუშინ გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსეთში იმყოფებოდა და აფხაზეთის გავლით, ზუგდიდში ბრუნდებოდა. 

ქალს რესპირაციული ვირუსის სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ანალიზები დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და დამატებითი ინფორმაციაც დღეს გახდება ცნობილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე