ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 29.03.2020
ნანახია: 629

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მედიკოსების განცხადებით, ის მეორე დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცს, რომელსაც ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორმხრივი პნევმონია აქვს.

ორმხრივი პნევმონია აღენიშნება ამავე კლინიკაში მოთავსებულ შუახნის ქალსაც, თუმცა ინფიცირებულის მდგომარეობას მედიკოსები მხოლოდ საშუალო სიმძიმის შემთხვევად აფასებენ.

სულ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში“ შვიდი ინფიცირებული მკურნალობს. ხუთის მდგომარეობა სტაბილურია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე