მარნეულში მედიკოსებს COVID-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდათ

საქართველო, თბილისი - 13:31 | 26.03.2020
ნანახია: 754

მარნეულში იმ მედიკოსებს, რომლებსაც რისკ ჯგუგებთან ჰქონდათ შეხება, სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ. მათ COVID-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდათ. მედიკოსების გარდა აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის სკრინინგიც.

მარნეულში 15 ათასი, ბოლნისში კი 3 400 ადამიანი გუშინ შემოწმდა და მათგან მომატებული ტემპერატურა მხოლოდ ოთხს აღმოაჩნდა.

ჩინეთიდან მიღებული სწრაფი ტესტების პირველი პარტია მარნეულში გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჩაიტანა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე