ბერლინიდან ბათუმში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 21:01 | 23.03.2020
ნანახია: 796

 

ბათუმის აეროპორტში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეების მორიგი ნაკადი ჩამოიყვანეს. საქართველოს მოქალაქეები „საქართველოს ავიახაზებმა“ (ჯორჯიან ეარვეისი)  ბერლინიდან სამშობლოში ჩამოიყვანა.

ბერლინი-ბათუმის რეისით ევროპაში ჩარჩენილი 182 ქართველი ჩამოიყვანეს. თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ბათუმის აეროპორტში დაეშვა. 

აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ეკიპირებით მედიკოსები და შსს წარმომადგენლები დახვდნენ. ყველა მგზავრი საკარანტინო ზონაში განთავსდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე