მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებს ძალოვანები აკონტროლებენ, მარნეულში შეყვანილია სამხედრო ტექნიკა

საქართველო, თბილისი - 09:43 | 23.03.2020
ნანახია: 778

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელში მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. ისინი სპეციალური ნიღბებითა და ხელთათმანებით არიან აღჭურვილნი და მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ. 

მარნეულში უკვე შეიყვანეს სამხედრო ტექნიკაც. ასევე მანქანები, რომლებიც კარვებითა და სპეციალური აღჭურვილობით არის დატვირთული. ორივე მუნიციპალიტეტში შეზღუდულია შიდა გადაადგილებაც. მოქალაქეებს ტერიტორიაზე უშვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი უკან დაბრუნებას არ აპირებენ.

შეგახსნებთ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტბში კარანტინი გამოცხადდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს უკავშირდება, რომელსაც ინფექციის დადგენამდე მინიმუმ 86 კონტაქტი უკვე ჰქონდა. ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. 

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემოღების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა.

ფოტო: პირველი არხი

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე